ვატო შაქარიშვილი - ბევრად უფრო მძიმე პრობლემები გვაქვს ქალაქში, ვიდრე არის კონკრეტული ნაძვის ხის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე

ბევრად უფრო სერიოზული, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს დღეს ჩვენს ქალაქში, ვიდრე არის კონკრეტული ნაძვის ხის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე, - ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მან ისაუბრა თბილისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის შესახებ და უპასუხა ოპოზიციის გამოხმაურებას ხის ღირებულებასთან დაკავშირებით.

"გემოვნებაზე არ დავობენო და საბოლოო ჯამში ის საკითხია, რომელზეც დავობენ. მე არ მგონია, რომ იმ ისტერიის საფუძველი იყოს ეს ნაძვის ხე, რაც მოჰყვა ქალაქში. ბევრად უფრო მძიმე, სერიოზული პრობლემები აქვთ როგორც ადამიანებს, ისე ჩვენს ქალაქს და სჯობს, მეტი ყურადღება დავუთმოთ როგორც ოპოზიციამ, ისე ხელისუფლებამ. ამაში იგულისხმება ის, რომ სწორად და ნაკლები თანხები დაიხარჯოს ასეთი ტიპის ღონისძიებებზე და ოპოზიციამაც სწორი შენიშვნები და ადეკვატური რეაქცია გამოავლინოს და არა ისეთი რეაქცია და ისეთი ისტერია, რომელიც ამას მოჰყვა. ესთეტიკური ნაწილი არ ვიცი, ზოგს მოსწონს, ზოგს არ მოსწონს, ყოველ შემთხვევაში იმ ისტერიის საფუძვლად არ ვთვლი, რაც მოჰყვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბევრად უფრო სერიოზული, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემები გვაქვს დღეს ჩვენს ქალაქში, ვიდრე არის კონკრეტული ნაძვის ხის ესთეტიკური და ვიზუალური მხარე", - განაცხადა შაქარიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო