„ტვ პირველთან" სამოქალაქო მოძრაობების წევრები ტელეკომპანიის ანგარიშებისთვის ინკასოს დადებას აპროტესტებენ

ტელეკომპანია „ტვ პირველთან", მოძრაობა „შეცვალე“ და „სირცხვილიას“ წევრები ტელეკომპანიის მხარდამჭერ აქციას მართავენ. ისინი ტელეკომპანიაზე ინკასოს დადებას აპროტესტებენ და ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ. ტელეკომპანიასთან ასევე, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარიაც მივიდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ყოველთვის სრულ მზადყოფნაში არიან თავისუფალი სიტყვისა და მედიის დასაცავად.

„რეალურად, დღეს აქ ვაპროტესტებთ, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ უსამართლო პოლიტიკას, რომელიც გრძელდება უკვე 7 წელია. ეს არის პირდაპირ რუსული ხაზი იმის განსახორციელებლად, რომ ქვეყანაში ადრე თუ გვიან დამყარდეს სრული ავტოკრატია, პირველ რიგში თავისუფალი სიტყვისა და თავისუფალი მედიის გათიშვით, მათი სანქცირებით, მათი მფლობელებისა და კონტრიბუტორების დაკავებით. სწორედ ამას ვაპროტესტებთ დღეს აქ და ყოველთვის, როდესაც საფრთხე შეექმნება თავისუფალ სიტყვას, დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ მთავარ ქვაკუთხედს, სამოქალაქო აქტივისტები მხარს დავუჭერთ მათ", -განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნოდარ რუხაძემ.

სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა და პოლიტიკოსებმა დღესვე ტელეკომპანია „კავკასიასთანაც“ გამართეს მხარდამჭერი აქცია.

ცნობისთვის, ტელეკომპანიების: „რუსთავი 2“, „ტვ პირველი“ და „კავკასია“ საბანკო ანგარიშებს ინსკასო დაედო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა