ალექსეი ნავალნის ოფისში პოლიციამ რეიდი ჩაატარა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ოფისში პოლიციამ რეიდი განახორციელა. როგორც მისმა პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა „ტვიტერზე“ დაწერა, თავად ნავალნი დააკავეს, თუმცა ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ცნობები მისი გათავისუფლების შესახებ.

იარმიშის თქმით, ნავალნის ძალით გაყვანა ოფისიდან მაშინ მოხდა, როდესაც ის „იუთუბზე“ საკუთარი ლაივ შოუს წაყვანას აპირებდა, შესაბამისად, ჩვენება ჩაიშალა.

ბოლო წლებში, ალექსეი ნავალნი რუსმა ძალოვანებმა არაერთხელ დააკავეს. მისი ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“ უცხოურ აგენტთა სიაშია შესული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა