მუნიციპალური განვითარების ფონდმა პარლამენტში წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი შენგელიამ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის ანგარიში წარადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.

„2019 წელი დიდი გამოწვევის წელი იყო ფონდისთვის. გარდა იმისა, რომ ბიუჯეტი ისტორიულად ყველაზე მაღალი იყო მიმდინარე წელს, ასევე, პროექტების რაოდენობით და მრავალფეროვნებითაც გამორჩეული გახლდათ. ფონდის აქტივობა გადანაწილებულია მთელი საქართველოს მასშტაბით და მრავალი სხვადასხვა ტიპისა და სირთულის ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოიცავს. ისტორიულ მაქსიმუმზეა მიმდინარე პროექტების რაოდენობა, რომელიც ჯამში 250 პროექტს აჭარბებს, რაც კიდევ უფრო ართულებს ფონდის წინაშე მდგარ გამოწვევებს. წელს ფონდის ბიუჯეტი 353 მილიონი ლარით განისაზღვრა, რომელიც 30%-ით, დაახლოებით 80 მილიონი ლარით აღემატება წინა წლის ბიუჯეტს. დღეის მდგომარეობით, ბიუჯეტი 100%-ით შესრულებულია. წლის დასრულებას კი მცირე გადაჭარბებით ვპროგნოზირებთ“, - განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მათი ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს ისეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა: ტურისტული, სპორტული, საგზაო, სატრანსპორტო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული პროექტები. 2019 წელს კი ფონდი ორ ახალ პროგრამაში ჩაერთო, ეს არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მშენებლობა.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა