კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებას იტალიური კომპანია უზრუნველყოფს

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია, რომ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებას იტალიური კომპანია უზრუნველყოფს. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, ტენდერი ჯერ დასრულებული არ არის. ამასთან, მისივე თქმით, თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს შესაბამის პირობებს და გაიმარჯვებს ტენდერში, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.

„არასწორი ინფორმაციაა. სკამებს შევიძენთ ტენდერით, ტენდერი არაა დასრულებული . როდესაც ის დამთავრდება გვეყოლება გამარჯვებული კომპანია. ჩვენთვის მთავარია ხარისხი. თუ ქართული კომპანია დააკმაყოფილებს მოთხოვნებს და მოთხოვნილ ხარისხს, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით,“-აღნიშნა კალაძემ საკითხის კომენტირებისას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა