დიმიტრი გვრიტიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართა - ვფიქრობ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი თანამდებობაზე გამწესების შესახებ

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის განცხადებით,უზენაესი სასამართლოს ექვს ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურა კანონის სრული დაცვით წარიმართა.

"თუ ვინმეს პრეტენზია ჰქონდა, მასში მონაწილეობაც არ უნდა მიეღო. ეს ელემენტარულია. პოსტფაქტუმ განცხადება აბსურდული და შეუსაბამოა.ამასთან,ხაზს ვუსვამ იმას, რომ დღეს, პროცედურა ჩატარდა იმ პროცედურის ანალოგიურად, რომელიც ჩვენს მიერ აგვისტო-სექტემბერში განხორციელდა.რაც შეეხება კანდიდატებს,ისინი თავიანთ კეთილსინდისიერებასა და კომპეტენცაიას აკმაყოფილებენ.ვფიქრობ,რომ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას, მათი თანამდებობაზე გამწესების შესახებ", განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

ცნობისთვის,საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, უზენაესი სასამართლოს ექვს ვაკანტურ ადგილზე კანდიდატთა შერჩევის პროცედურა იუსტიციის საბჭოში დარღვევებით წარიმართა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა 6 ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა სია გამოავლინა. ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭომ შემდეგი ექვსი კანდიდატი შეარჩია: ილონა თოდუა 10 ხმა; გენადი მაკარიძე 10 ხმა; ნინო სანდოძე 10 ხმა; პაატა სილაგაძე 10 ხმა; გიორგი ტყავაძე 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი 10 ხმა; აღნიშნული კანდიდატები განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო