კახა კალაძე ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადებაზე - მიმაჩნია, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ - ესაა სწორი მიდგომა

ზოგადად მიმაჩნია, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ, ესაა სწორი მიდგომა, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია მიდგომა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების გადაუხდელობის გამო.

„ მე ზოგადად მიმაჩნია ერთი რამ, რომ გადასახადი უნდა გადაიხადოს ყველამ. ესაა სწორი მიდგომა და შესაბამისად ყველას, იქნება ეს ფიზიკური თუ იურიდიული პირი, მოუწევს გადასახადების გადახდა,“-აცხადებს კალაძე.

შეგახსენებთ, 23 დეკემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და ტელევიზიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დაგროვილი აქვთ დავალიანება, ერთი დღის ვადა მისცა, რათა 2019 წლის 1 ოქტომბრიდან დაგროვილი მიმდინარე დავალიანების ძირი თანხა დაეფარათ.

გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანიების „რუსთავი2“-ის, „ტვ პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა