მეუფე შიო - მატერიალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით ადამიანის სული ავადდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის - ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე

საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირები, დარგობრივი კომიტეტების, განათლების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ფსიქოლოგები შეხვედრას მართავენ.შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემა "სუიციდთან ბრძოლის ინტერსექტორალური შესაძლებლობებია".

მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიის მონაწილეები საქართველოში, ახალგაზრდებში სუიციდის ფაქტების მზარდ სტატისტიკაზე, სუიციდის გამომწვევ მიზეზებზე, სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის მიერ განხორციელებულ ღონისძიებების ეფექტურობაზე იმსჯელებენ და სამომავლო გეგმებს დასახავენ.

"საქართველოში თვითმკვლელობების რიცხვი ძალიან იზრდება და ამასთან დაკავშირებით ძალიან შემაშფოთებელი სტატისტიკაა. 10 წლის განმავლობაში თვითმკვლელობათა რიცხვი თითქმის გაათმაგდა. ჩვენ ამ პრობლემაზე ვფიქრობთ და ძალიან გვტკივა ეს. შეიძლება ბუნებრივიცაა იმიტომ, რომ ადამიანის სული ავადდება და სულის მოკვდინება ხდება იმ პროპაგანდით, რასაც დღეს ჩვენ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, მათ შორის, მატერიალიზმის, ამორალიზმის, გარყვნილების, უღმერთოების, ყალბი იდეალების, აზარტული თამაშების, ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდით. ადამიანის სული კი ვერ უძლებს ამ ყველაფერს და მწუხარებაში, სევდაში, დეპრესიაში ვარდება და ბევრი ადამიანი თვითმკვლელობამდე მიდის. ჩვენ ვფიქრობთ ამ ყველაფერზე. არის ასეთი აზრი, რონ საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფოდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქროთ, ამ პრობლემაზე, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან",-განაცხადა მეუფე შიომ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა