ნათია თურნავა ტელეკომპანიების ანგარიშებზე ინკასოს დადებაზე - უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას

ჩვენ ყველა გადასახადების გადახდას უნდა შევეჩვიოთ, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტელეკომპანიების: „კავკასია“, „ტვ პირველი“ და „რუსთავი 2“ საბანკო ანგარიშებზე ინკასოს დადებას.

მისივე განმარტებით, საქმეში უჩვეულო არაფერია, რადგან გადასახადები ყველამ უნდა გადაიხადოს.

"მე რამდენადაც მახსოვს, ფინანსთა მინისტრმა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მიმართა ტელევიზიებს და განაცხადა, რომ მზად არის განიხილოს ძველი დავალიანებების რესტრუქტურიზაცია იმ პირობით, რომ მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებები პირნათლად იქნება შესრულებული. ეს ინკასო, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარე დავალებების დაგვიანებით შესრულებით ან შეუსრულებლობით არის გამოწვეული. ჩვენ ყველა უნდა შევეჩვიოთ გადასახადების გადახდას, იქნება ეს ტელევიზია, საწარმო, მცირე საწარმო, თუ რომელიმე სხვა ორგანიზაცია და კომპანია. არაფერი აქ უჩვეულო არ არის, გადასახადი ყველამ უნდა გადაიხადოს“,-განაცხადა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა