საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, ლიპეცკის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაშავებულ მგზავრებს საქართველოში გადმოიყვანენ

საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოხდება იმ მგზავრების საქართველოში გადმოყვანა, რომლებიც რუსეთის ქალაქ ლიპეცკთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქად დაშავდნენ და მათი ტრანსპორტირება შესაძლებელია.

უწყების ინფორმაციით, პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომლები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ.

"ავტოსაგზაო შემთხვევა რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რ-ის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა, რომლის დროსაც ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოსკოვი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

პირველადი მონაცემებით ავტობუსით მგზავრობდა 19 პირი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 17 მგზავრი, მათგან 7 გადაყვანილია სტაციონარში და უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 პირი.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.

მოქმედებს ცხელი ხაზი. პირველივე შესაძლებლობისთანავე რუსეთში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს სექციის თანამშრომელები გაემგზავრებიან შემთხვევის ადგილზე და დაშავებულებს მოინახულებენ",-ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა