ბენიამინ ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ ლიდერობას ინარჩუნებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პარტია „ლიკუდის“ ლიდერობას ინარჩუნებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ერთ-ერთი ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, შიდა პარტიულ არჩევნებში ნეთანიაჰუმ პარტიის წევრთა 70 პროცენტზე მეტის მხარდაჭერა მოიპოვა და მეტოქე გიდეონ საარი დიდი უპირატესობით დაამარცხა.

გიდეონ საარიმ დამარცხება აღიარა და განაცხადა, რომ მარტში დაგეგმილ არჩევნებში მხარს ნეთანიაჰუს დაუჭერს.

არჩევნებში მონაწილეობა პარტიის 116,000 წევრიდან დაახლოებით ნახევარმა მიიღო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს