წიგნის საახალწლო ფესტივალზე „პალიტრა L“ მკითხველებს 30%-50%-მდე ფასდაკლებებს შესთავაზებს

დღეიდან 29 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი) „წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019“ გაიმართება. ფესტივალზე გამომცემლობა „პალიტრა L“ 30%-50%-მდე ფასდაკლებითა და ბევრი სიახლით იქნება წარმოდგენილი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L“-დან აცნობეს, გამომცემლობა მკითხველს სხვადასხვა ჟანრს: საბავშვო-საყმაწვილო, თინეიჯერულ, ფენტეზის, ბიზნესლიტერატურასა და ქართველი თანამედროვე ავტორების წიგნებს სთავაზობს.

მათივე ინფორმაციით, ასევე იგეგმება ღონისძიებები, ძირითადად, საბავშვო წიგნების მიმართულებით.

„27 დეკემბერი:

13:30-14:00 - მწერალი, გიორგი კეკელიძე „გახდი ბესტსელერის ავტორის 2019“- ის გამარჯვებულს, თამარ გოდერიძეს და მის წიგნს „ყვავილები სახლთან ახლოს" წარადგენს.

15:30-16:00 - ავტორი, ლელა ცუცქირიძე წარადგენს საბავშვო წიგნს „თოვლის გუნდა და ბუ ტუსურა“.

28 დეკემბერი:

13:00-13:30 - მთრგმნელი, ნიკოლოზ (ტატო) ალექსიძე წარადგენს ჩარლზ დიკენსის „საშობაო სიმღერას“.

15:30-16:00 - ავტორი, დიანა ანფიმიადი წარადგენს წიგნს - „თოვლზე ნაწერი წერილები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში