დონალდ ტრამპი - თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ის სასაკლაო, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში აწყობენ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, სირიის რეჟიმი და მისი მოკავშირეები იდილიბის პროვინციაში ათასობით მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ.

„ასე ნუ იქცევით“, - დაწერა პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე, სადაც რუსეთი და ირანი სირიის ბაშარ ალ-ასადის მთავრობის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ეს „სასაკლაო“, რომელმაც 100 000 ადამიანს აიძულა დაეტოვებინა საკუთარი სახლები. „რუსეთი, სირია და ირანი იდლიბის პროვინციაში ათასობით უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეს კლავენ. თურქეთი ცდილობს, რომ ეს ხოცვა-ჟლეტა შეწყდეს“, - აცხადებს ტრამპი.

შეგახსენებთ, რუსეთის მხარდაჭერილი სირიის ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი ქვეყნის იდლიბის პროვინციაში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებს. რეგიონზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად, სამთავრობო ძალები ინტენსიურ საჰაერო დამომბვებს ახორციელებენ.

სირიაში მოქმედი ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის ბავშვებიც არიან, ხოლო დაახლოებით 100 000-მა ადამიანმა ტერიტორია დატოვა, რათა თავშესაფარი თურქეთში იპოვოს.

მიმდინარე მოვლენებს თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყანა ლტოლვილთა დამატებით ტალღას ვეღარ გაუმკლავდება. მედიის ცნობით, ანკარა დამასკოსა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს იდლიბის დაბომბვა.

ტრამპი - თურქეთი ცდილობს შეაჩეროს ის სასაკლაო, რომელსაც ირანი, რუსეთი და სირია იდლიბის პროვინციაში აწყობენ

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა