„სინერჯი კაპიტალი“ საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაციის 2020 წლის გენერალური სპონსორი საინვესტიციო კომპანია გახდა

სინერჯი კაპიტალი“ მხარდაჭერას გაუწევს 2020 წელს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ სპორტულ აქტივობებს, ჯანსაღი ცხოვრების სტიმულირების და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სინერჯი კაპიტალიდან“ აცნობეს.

კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია გარბენები ქვეყნის მასშტაბით, გოლფის ტურნირები, შეჯიბრებები ე.წ. ქუჩის სპორტში, კონფერენციები ჯანსაღი ცხოვრების სტიმულირებისთვის, მოზარდებში სპორტული ცხოვრების შეყვარების აქტივობები და სხვა ღონისძიებები, რომელიც ხელს უწყობს ფიზიკური აქტივობა გახდეს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი ნაწილი და საზოგადოების განვითარების კატალიზატორი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ვინც სპორტითაა დაკავებული, ჯანსაღად ცხოვრებას ცდილობს და მხარსაც უჭერს ასეთ ცხოვრებას, იმ ადამიანებს უფრო კარგი და კეთილი ფიქრები, მიზნები და დამოკიდებულებები აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ #იყავიაქტიურისაქართველოში და #სიცოცხლისთვის კამპანიებს, რომელიც 2020-ში მთელ საქართველოს დაფარავს და ჩვენ, ჩვენი თანამშრომლების, ინვესტორების, ჩვენი პორტფელის კომპანიების და საზოგადოების ჩართულობით და ამ ორგანიზაციის დახმარებით ბევრი ძალიან მაგარი ღონისძიების მონაწილეები გავხდებით", - აცხადებენ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალში“.

საქართველოს კორპორატიული სპორტის ფედერაცია 2015 წლიდან ათეულობით გარბენის, სპორტული შეჯიბრებების, საგანმანათლებლო ღონისძიებების, კორპორატიული თამაშების და ტურნირების და სხვა სპორტული აქტივობების ავტორი და განმახორციელებელია. მოძრაობა #იყავიაქტიურისაქართველოში წელს გახდა ეროვნული ბიზნეს დაჯილდოების გამარჯვებული, ნომინაციაში - „მასობრივი სპორტის განვითარება და ბიზნეს სტრუქტურების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში ჩართვა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო