ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის ინიციატივით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად მუდმივ და კოორდინირებულ კავშირში იქნება საზოგადოებასთან, სახელმწიფო ინსტიტუციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ამის შესახებ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა, თათა გაფრინდაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით ასევე, გაიმართება სიმბოლური აქციები, რომელიც საზოგადოებას ყოველდღიურად შეახსენებს ამ საკითხის მნიშვნელობას და აქტუალურობას.

„სამუშაო ჯგუფს კოორდინაციას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე გაუწევს. ჯგუფში საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები და საზოგადოების აქტიური წევრები იქნებიან გაერთიანებული. ახლა საჭიროა ლოზუნგებისგან და პოპულიზმისგან დაცლილი, ფრთხილი და ზუსტი მუშაობა.

ასევე, მინდა გითხრათ, რომ დღეს, 19:00 საათზე, წიგნის საახალწლო ფესტივალზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად იკრიბებიან მწერლები, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები, ასევე სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოები, ასევე სხვადასხვა რელიგიური გაერთიანების წარმომადგენლები და ეთნიკური უმცირესობები”,- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დიმიტრი შველიძე -  ხელისუფლების მთავარი თავის ტკივილი „ნაცმოძრაობაა“,  ამ ფონზე, მისთვის შეიძლება უფრო მისაღები იყოს „ევროპული საქართველო“
ქართული პრესის მიმოხილვა 12.08.2020
სევრის ხელშეკრულების 100 წლისთავი
ამერიკული სტეიკების ფესტივალი ბათუმში
“დიდი სიყვარულის დასაწყისი” - Wolt ქუთაისშია!
„მოედანი“ - პროექტი, რომელიც ავლაბარს ახალ სიცოცხლეს შესძენს
ამერიკული სტეიკის მასტერკლასი ბათუმში