თინა ბოკუჩავა ეჭვობს, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება

ვაპირებთ, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ ივანიშვილს არ მივცეთ გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა, რომელსაც წულუკიანი აამუშავებს,- ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო სასართლოს მიერ ID ბარათებთან დაკავშირებით სარჩელის მიღებას და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეს შეუძლია იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც "ჩიპი" არ ექნება.

თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

"აქამდეც ხელისუფლება პირადობის მოწმობებს წინასაარჩევნოდ აქტიურად იყენებდა, ზეწოლას ახორციელებდა ადამიანებზე და აიძულებდა, რომ წინმსწრებად ჩაებარებინათ პირადობები. ახლა რა თქმა უნდა, ამ ნორმასაც, თუ საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას გამოიტანს, რაც ჩემი მოლოდინია, იმიტომ, რომ ყველა სასამართლო ინსტანციას ივანიშვილი აკონტროლებს, ამ შემთხვევაშიც წულუკიანს ხელი გაეხსნება, რომ ქაღალდის, არაელექტრონული პირადობის მოწმობებით უფრო აქტიურად გამოიყენოს ადამიანის პირადობები საარჩევნოდ, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ თუ რაღაც ფართომასშტაბიანი მანიპულაცია არ მოახდინა ადამიანების არჩევანის, მას არანაირი შანსი ძალაუფლების შენარჩუნების არ აქვს. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ, რომ აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან მათ შორის იმისთვის, რომ ივანიშვილს არ მივცეთ გაყალბების ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა, რომელსაც წულუკიანი აამუშავებს, რომელიც მანამდეც აქტიურად იყო ჩართული გაყალბების სხვადასხვა სქემებში,"- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ციფრული პასპორტების წინააღმდეგ სარჩელი არსებითად განსახილველად მიიღო, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კი შეჩერდა სადავო ნორმების მოქმედება, რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე დღეიდან, 26 დეკემბრიდან, მოქალაქეს შეუძლია, თავისი რელიგიური შეხედულებების გამო იუსტიციის სახლს მოსთხოვოს პირადობა, რომელსაც ელექტრონული მატარებელი ანუ “ჩიპი” არ ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა