ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, 29 დეკემბერს ექიმის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს შეუერთდეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, 29 დეკემბერს, 19:00 საათზე ექიმის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს შეუერთდეს.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის შვილმა თათა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის ორგანიზებით, 29 დეკემბერს 19:00 საათზე თითოეული მოქალაქე საკუთარი ავტომობილებიდან ერთი წუთის განმავლობაში საყვირით გამოხატავს მხარდაჭერას ექიმის მიმართ.

„მისია მარტივია - „დაასიგნალეთ“, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან. ნებისმიერი ქალაქიდან, სოფლიდან, მთელი საქართველოდან. ეს იქნება დიდი და მნიშვნელოვანი სიგნალი - თავისუფლების სიგნალი, რომელსაც პირველ რიგში გავიგონებთ ჩვენ და ჩვენთან ერთად გაიგონებს მთელი მსოფლიო. გაიგონებენ პაციენტები და ექიმები მთელი მსოფლიოდან და მათ შორის ოსი ექიმები და პაციენტები, რომლებთანაც დროებით გაუგებრობამ გაგვყო.

ეს სიგნალი იქნება ყველა ადამიანისთვის, ვისაც თავისუფლება უკანონოდ შეეზღუდა. ეს სიგნალი იქნება იმედის სიგნალიც, რომ სასწაულები ხდება და რომ სასწაულებს ხანდახან ადამიანებიც ახდენენ, ოღონდ ამისთვის ჩვენ ერთობლივი ძალისხმევა გვჭირდება! ცხადია, სიგნალი სიმბოლურია და პარალელურად უამრავ ნაბიჯს ვდგამთ, მაგრამ ხანდახან ნაბიჯებს ზურგის ქარიც სჭირდება, ქარი, რომელიც ყველა თქვენგანის მხარდაჭერას ნიშნავს!

გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა - ახალი წელი, ჯანმრთელობა და ბედნიერება გისურვოთ თავისუფალ გარემოში. გისურვოთ ის, რაც ახლა აკლია ვაჟა ექიმს - უკანონო პატიმარს, რომელიც შეიძლება ამ დღესასწაულებს ოჯახისგან მოწყვეტით, ცივ საკანში შეხვდეს”,- განაცხადა თათა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო