ნინო წილოსანი პირადობის მოწმობების შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე - აბსურდული კონსპირაცია, ასე შემიძლია შევაფასო ბრალდებები

აბსურდული კონსპირაცია, ასე შემიძლია შევაფასო ოპოზიციის ბრალდებები, - ამ განცხადებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ID ბარათებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა.

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციას აბსურდული ბრალდებები ზოგადად ახასიათებს.

„არაერთხელ მოგვისმენია მათგან მსგავსი აბსურდი. მესმის, რომ გარკვეული რელიგიური გრძნობებიდან გამომდინარე, ადამიანების გარკვეული ჯგუფი შეიძლება თვლიდეს, რომ მაიდენტიფიცირებელი ნომრები არ უნდა ჰქონდეს და მიმართეს გარკვეულ ქმედებებს, ამაზე იმსჯელებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ყველა ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს მაიდენტიფიცირებელი ნომერი. დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხს.

ჩვენი რელიგია საკმაოდ სიღრმისეული და ფილოსოფიურია, რომ ის ასე მარტივად არ გავიგოთ და არ დავიყვანოთ ნომრებზე. აქედან გამომდინარე მე არ ვეთანხმები ამ მიდგომას და ამ პოზიციას ყოველთვის მსგავსად დავაფიქსირებ,"- განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ეჭვობს, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა