ინგა გრიგოლია - თუკი ხელისუფლება ხალხის სახელით გველაპარაკება, მაშინ ყველამ გადავიხადოთ გადასახადები - გადაიხადოს „მაესტრომაც“ და „იმედმაც“

თუკი ხელისუფლება ხალხის სახელით გველაპარაკება, მაშინ ყველამ გადავიხადოთ გადასახადები, გადაიხადოს „მაესტრომაც“ და „იმედმაც“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრთან შეხვედრამდე განუცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ის ფინანსთა სამინისტროს არ მიუწვევია და შეხვედრის შესახებ ნინო ჯანგირაშვილისგან შეიტყო.

„არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ შეხვედრიდან. უფრო მეტსაც გეტყვით, ჩემთვის არავის დაურეკავს ფინანსთა სამინისტროდან და არც არავის მოვუწვევივარ. დამირეკა ნინო ჯანგირაშვილმა. გამოდის, ნინოს მოწვევით ვარ ახლა აქ, კაციშვილს არ გახსენებია, რომ ჩემთან უნდა დაერეკა, რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი მოლოდინი არ მაქვს. მაქვს ერთადერთი სათქმელი მინისტრისთვის: გუშინ რომ დაეწყო მთელი ხელისუფლება, გამოვიდა და გააჟღერა მესიჯი, რომ ხალხს ეკუთვნის ბიუჯეტი და ხალხს უნდა დაუბრუნონ გადასახადები, დიახ, ხალხს უნდა დაუბრუნოთ გადასახადები - გადაახდევინეთ „იმედს“ და „მაესტროს“ ის ბევრი მილიონი, რომელიც ეკუთვნის ხალხს და შემდეგ გველაპარაკეთ ულტიმატუმის ენით“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

მისივე თქმი, ტელეკომპანია “პირველი“ „გაჯიქებას“ არ აპირებს და აუცილებლად გადაიხდის დავალიანებას, თუმცა მას შემდეგ, რაც თანაბარ პირობებში იქნება სხვა დავალიანებების მქონე ტელევიზიებთან.

„მოდით, ვიყოთ ძალიან გულწრფელები და პატიოსნები: მე არავის დახურვა არ მინდა. მე ვამბობ იმას, რომ უსინდისობაა, დააბრალო კერძო კომპანიებს „კავკასიას“ და ჩვენ თავს ვგულისხმობ, რომ გადასახადებს არ იხდის ბიუჯეტში, მაშინ როდესაც 2016 წლიდან მოყოლებული უზარმაზარ დავალიანებას არ ახდევინებ ტელევიზიებს, რომელიც კოჭს გიგორებს. ინკასოზე მეტად ამ თემაზე ვარ გაბრაზებული. ჩვენ ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები, მხოლოდ 2 კვირით ვითხოვდით გადაწევას. გაჯიქებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

ინგა გრიგოლიამ ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა - "ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი..."

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს