პაატა იმნაძე - თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაც ბიზნესმენმა ვერ გათვალა და ვაქცინა ამოეწურა - ჩვენ კარგად გავთვალეთ

თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა და 4 კომპონენტიანი ვაქცინა ამოეწურა, ჩვენ კარგად გავთვალეთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაცია სავალდებულო მხოლოდ მაღალი რისკის გარკვეული პროფესიული ჯგუფებისთვისაა და მათ ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს.

"დღესაც გრძელდება 4-კომპონენტიანი ვაქცინით სახელმწიფოს მიერ მაღალი რისკის ჯგუფების ვაქცინაცია. დღეისთვის 93 ათასი ადამიანია აცრილი უფასოდ სახელმწიფოს ვაქცინით. კიდევ მარაგში 7000 ვაქცინაა იმათთვის, ვისაც ახლა გაახსენდება. რაც შეეხება კომერციულ ჯგუფებს, მოთხოვნამ გადააჭარბა მათ ბიზნესმოლოდონებს და სამწუხაროდ, გაუთავდათ კომერციულ სექტორში ვაქცინა. ეს 7000 ვაქცინა არის მაღალი რისკის ჯფუფებისთვის. ორსულს ვერ დაიჭერ და ძალით ვერ აცრი. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს, როცა აფთიაქები და ფარმაცია იყო სახელმწიფო და სახელმწიფოს შემოჰქონდა ყველაფერი. ბიზნესია, მოთხოვნა იქნება, ვაქცინა იქნება. თუ ჩვენი ფარმაცევტული სექტორი მოიკოჭლებს ბიზნესში, მე ნუ მთხოვთ პასუხს, რომ ვიღაცა ბიზნესმენმა ვერ გათვალა. ჩვენ გავთვალეთ კარგად, სახელმწიფოს უნდოდა 2.5- ჯერ მეტი ვაქცინა, შემოვიტანეთ და ავცერით ყველა მსურველი მაღალი რისკის ჯგუფიდან“, - განაცხადა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძემ გარდაცვალების შემთხვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ როცა ამდენი ადამიანი ხდება ავად, ყოველთვის აღმოჩნდება რისკის ჯგუფში შემავალი ადამიანი, რომელიც გვიან მიმართავს სამედიცინო დაწესებულებას და სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევა ხდება.

"საბედნიეროდ, წელს ეს არის ჯერჯერობით 2 შემთხვევა და იმედი გვაქვს, რომ მეტი არ იქნება იმიტომ, რომ წამყვანი ვირუსი არის B ტიპის ვირუსი, რომელზეც იმუნინეტი მეტად გვაქვს, ვიდრე A ტიპის ვირუსზე, მითუმეტეს A ტიპის H1 ვირუსზე, რომელიც 2009 წლიდან დადის დედამიწაზე და მარტივად ვართ ამთვისებლები“, - განაცხადა იმნაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო