განათლების მინისტრის მოადგილე - იმის საჭიროებას, რომ ყველა სკოლაში თითო ფსიქოლოგი არსებობდეს, ნამდვილად ვერ ვხედავთ

იმის საჭიროებას, რომ ყველა სკოლაში თითო ფსიქოლოგი არსებობდეს, ნამდვილად ვერ ვხედავთ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ეკატერინე დგებუაძემ განუცხადა.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, დღეს სკოლას შეუძლია აიყვანოს ფსიქოლოგი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ მას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე ჰყავს.

„თუ სკოლას სურს აიყვანოს ფსიქოლოგი, ამისთვის სკოლა ღიაა და აქვს შესაძლებლობა. ამასთან, გვაქვს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრები და გვინდა მათი გაძლიერება როგორც ფსიქოლოგების გამრავალფეროვნებით, ასევე სერვისის, მომსახურების გაუმჯობესებაზე ვიმუშავებთ. საერთაშორისო სტანდარტს თუ შევხედავთ, იმის საჭიროებას, რომ ყველა სკოლაში თითო ფსიქოლოგი არსებობდეს, ნამდვილად ვერ ვხედავთ. შესაძლებელია არსებობდეს ფსქოლოგი, რომელიც სკოლების გარკვეულ რაოდენობას მოემსახურება. ახლა დავასრულეთ მუშაობა სკოლის ფსიქოლოგის სტანდარტზე. ჯერ სისტემას არ ჰქონია სტანდარტი, თუ რა უფლება-მოვალეობები აქვს სკოლის ფსიქოლოგს. 2020 წლის პირველ ნახევარში ჩვენ დავამტკიცებთ ამ სტანდარტს და განვსაზღვრავთ მისი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე, რა უნდა აკეთოს სკოლის ფსიქოლოგმა. გეგმა - რამდენ სკოლაში უნდა იყოს ფსიქოლოგი, უნდა იყოს თითო სკოლაში ერთი ფსიქოლოგი თუ არა, ეს არის ჩვენი სამომავლო მსჯელობის საგანი. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია სერვისი არსებობდეს და საჭიროების შემთხვევაში სკოლამ მიიღოს ფსიქოლოგის მომსახურება“, - განაცხადა დგებუაძემ.

კითხვაზე: გამოიყენებს თუ არა სამინისტრო ფსიქოლოგიის მიმართულებით მაგისტრატურის სტუდენტების რესურსს? - დგებუაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და სკოლებს გამოცდილი ფსიქოლოგები სჭირდება.

„მინდა აქცენტი გავაკეთო კვალიფიციურ ფსიქოლოგზე, რადგან ძალიან სენსიტიური თემაა. ჩვენ გვჭირდება გამოცდილი ფსიქოლოგები, რომლებიც კომპეტენტურ რჩევებს მისცემენ სკოლებს, მშობლებს თუ მოსწავლეებს. როგორც აღვნიშნე, ჩვენ გვაქვს ცენტრი, რომელიც ისედაც მობილური ჯგუფია. არის ცენტრი ადგილზეც უწევს მომსახურებას და ასევე საჭიროების შემთხვევში ეს ჯგუფი მიდის სკოლაში და ველზეც ანუ იმ სივრცეშიც აძლევს კონსულტაციებს სკოლებს“, - განაცხადა დგებუაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა