გენადი არველაძე - კორეის იმპორტიორთა ასოციაციასთან ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივები განვიხილეთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე კორეის იმპორტიორთა ასოციაციის (KOIMA) თავმჯდომარეს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების მზარდი დინამიკა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

„KOIMA ქვეყნის იმპორტიორთა უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც რამდენიმე ათას კომპანიას აერთიანებს. ჩვენ ვისაუბრეთ კორეულ ბაზარზე ქართული პროდუქციის იმპორტის ზრდის პერსპექტივებზე და განვიხილეთ კორეის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ 2020 წელს დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის საკითხები. ძალიან სასიხარულოა, რომ დადებითად შეფასდა 2019 წელს KOIMA-ს ყოველწლიურ გამოფენა IGF-ში ქართული კომპანიების მონაწილეობა, აგრეთვე ასოციაციის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით კორეული პოტენციური იმპორტიორი კომპანიების ვიზიტი თბილისში გამართულ ერთობლივ ბიზნესფორუმზე“, - აღნიშნა გენადი არველაძემ.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს სამთავრობო დელეგაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის ხელმძღვანელობით კორეის რესპუბლიკაში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა კორეის სამთავრობო და კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებთან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო