საქართველოს ინტერესების სექციის კონსული - ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების მიზეზი სავარაუდოდ, უამინდობა იყო

ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების ფაქტზე დაკითხვაზე მყოფი ორი მძღოლიდან ერთი უკვე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის კონსულმა ზვიად ტატიშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდება.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავტობუსის მგზავრების შეკრება. ნაწილი რჩება სტაციონარში. დაშავებულებიდან 5 საქართველოს მოქალაქეა. ყველას მდგომარეობა სტაბილურია. რამდენიმე პირი აღარ აპირებს საქართველოში დაბრუნებას და რჩება რუსეთში. ვინც გეგმავს საქართველოში წამოსვლას, მათთვის ტრანსპორტს ვიძიებთ. გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან. მათი ოჯახის წევრებიც იყვნენ ავტობუსში. ჯერჯერობით უცნობია, დაკრძალვა რუსეთში მოხდება თუ საქართველოში გადმოასვენებენ. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერში დავეხმარებით,“ - განაცხადა ზვიად ტატიშვილმა.

შეგახსენებთ, ლიპეცკის ოლქში, მოსკოვი-თბილისის ავტობუსის ამოტრიალების შედეგად ორი მამაკაცი გარდაიცვალა. დაშავებულია 8 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა