იაპონია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემს, ბომბდამშენსა და საპატრულო თვითმფრინავებს აგზავნის

იაპონია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემს, ბომბდამშენსა და საპატრულო თვითმფრინავებს გაგზავნის, რეგიონში იაპონური გემების დასაცავად. გემები ომანის ყურესა და არაბეთის ზღვაში, ირანის ტერიტორიულ წყლებთან იმყოფებიან.

მისიაში მონაწილეობას იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალების 206 სამხედრო იღებს. მთავრობის განცხადებით, თუ იქნება საგანგებო მდგომარეობა, იაპონიის თავდაცვის სამინისტროს მიეცემა ნებართვა გამოიყენოს ძალა გემების დასაცავად.

იაპონია ქვეყნის მთლიანი ნავთობის 90%-ს რეგიონიდან იღებს. მაისსა და ივნისში საერთაშორისო სავაჭრო გემებზე არაერთხელ განხორციელდა თავდასხმა, მათ შორის იაპონიის მფლობელობაში მყოფ „კოკუკა მამაცზე“. შეერთებულმა შტატებმა მომხდარში ირანი დაადანაშაულა, თუმცა თეირანმა ბრალდებები მკაცრად უარყო.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს