მამუკა ხაზარაძე მის საქმეზე - ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი

მე მინდა გითხრათ, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს მოწმის სახით ამ პროცესზე, შავით თეთრზე წერია, რომ ეს ყველაფერი იყო კანონიერი, არანაირი შეხება ამ ტრანზაქციას არაკანონიერთან არ აქვს, მითუმეტეს, ფულის გათეთრებასთან. ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი, - ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მის საქმეზე სასამართლოში განუცხადა, როდესაც მისი ბრალდების საქმეზე პროკურატურის მიერ წარდგენილ მოწმეზე ისაუბრა.

„ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავში მოხარშული სცენარი, რომელიც უკვე წელიწადნახევარია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობს ჩვენთვის სტრატეგიული, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიული ობიექტის, ანაკლიის გაჩერებას. ეს არის მისი მთავარი ამოცანა. ყველა მეთოდს იყენებენ იმისათვის, რომ ეს პროექტი გაჩერდეს. მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ჩვენ ანაკლიის პორტსაც ავაშენებთ, ქალაქ ანაკლიასაც ავაშენებთ ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისთანავე“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, მათ 22 დეკემბერს დააფუძნეს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“, რომლის მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება ის, „რომ ხელისუფლებაში მოსვლის დროს, პირველ ექვს თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას“.

„ხაზს ვუსვამ, ექვს თვეში. ეს ის სასამართლო და პროკურატურაა, ასევე ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც სააკაშვილისგან გადმოიბარა ივანიშვილმა.

რაც შეეხება მეორე საკითხს, მე ველოდები როდის დაიბარებენ გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომლიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ.

მესამე საკითხი არის ის, რომ უკვე წელიწადია „თიბისი ბანკზე" განხორციელებული კიბერშეტევა არ გამოძიებულა გახარიას შს მინისტრობის დროს. ასევე კითხვას ვსვამ, როდის იქნებიან მხილებული ის პირები, რომელთა „ბოტების“ და „ტროლების“ ფაბრიკა რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქმა" დაკეტა. ეს არის ძირითადი საკითხები, რაც გვაინტერესებს და რაც საზოგადოებას აინტერესებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა