გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებისათვის ტრენინგი - “პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, საკანონმდებლო მოთხოვნები და მათი ორგანიზების/განხორციელების თავისებურებები“ გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ტრენინგის მიზანს ცენტრის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის პროფესიული კურსების აკრედიტაციის პროცესისათვის საჭირო პროცედურების გაცნობა წარმოადგენდა.

მათივე ინფორმაციით, ტრენინგის შემდეგ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს შესაძლებლობა ექნება იმუშაოს ისეთი პროფესიული პროგრამების აკრედიტაციის პროცესზე, რომლის დეფიციტსაც როგორც აგრარული, ისე გარემოსდაცვითი სფერო განიცდის.

ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა