საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი ეწვევა

28-30 დეკემბერს, საქართველოს პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოში ვატიკანის საელჩოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, კარდინალი პაროლინი პირველად სტუმრობს საქართველოს.

„28 დეკემბერს, 19:00-21:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში პაპი ფრანცისკეს სახელმწიფო მდივანი, მისი მაღალი ყოვლადუსამღვდელოესობა კარდინალი პიეტრო პაროლინი ოფიციალურ მიღებას უმასპინძლებს.

სტუმრობის განმავლობაში იგი შეხვდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები და ეროვნული თუ რეგიონული გამოწვევები.

სახელმწიფო მდივანი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს გორის მიტროპოლიტ ანდრეასთან და საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრთან, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად. კარდინალი პიეტრო პაროლინი ეწვევა იძულებით გადაადგილებულ პირების დასახლებას წეროვანში. ასევე შეხვდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს.

28 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ცად აღყვანების კათოლიკური კათედრალური ტაძარში (გია აბესაძის ქუჩა 4/6), ოფიციალურ მიღებამდე, კარდინალი პიეტრო პაროლინი წირვას აღავლენს.

29 დეკემბერს 15:00-დან 18:30-მდე კარდინალი პიეტრო პაროლინი საქველმოქმედო ფონდ საქართველოს კარიტასის დიდუბის ცენტრს (თ. ერისთავის 2დ, თბილისი) ეწვევა, სადაც იგი შეხვდება კათოლიკური ეკლესიის სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლებს, რათა განიხილოს საქართველოში 25 წელზე მეტხნიანი საქველმოქმედო საქმიანობა. კარდინალი ასევე საქართველოში არსებული მისი სამივე - სომხური, ასირიულ-ქალდეური და ლათინური წესის წარმომადგენლებს შეხვდება.

29 დეკემბერს, 19:00 საათზე კარდინალი ესტუმრება კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს და მართლმადიდებელი ეკლესიის სხვა მესვეურთ, რაც კიდევ ერთი გამოხატულება იქნება კათოლიკურ და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა.

წმიდა საყდარი იყო იმ პირველ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც სცნეს საქართველოს სუვერენიტეტი და გახსნეს თბილისში საელჩოები (წმიდა საყდრის სადესპანო (ვატიკანის საელჩო).

კარდინალი პიეტრო პაროლინი გახლდათ წმიდა საყდრის სახელმწიფოებთან ურთიერთობის მდივნის მოადგილე 2008 წლის კონფლიქტის დროს, როცა პაპმა და წმიდა საყდარმა საქართველოში მშვიდობისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი არაერთი განცხადება გააკეთეს საერთაშორისო ფორუმებზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული : https://en.wikipedia.org/wiki/Pietro_Parolin

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო