მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ელოდება, როდის დაიბარებენ გიორგი გახარიას საგამოძიებო უწყებაში

პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ელოდება, როდის დაიბარებენ პრემიერ გიორგი გახარიას საგამოძიებო უწყებაში ე.წ. მუქარის წერილთან დაკავშირებით. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ველოდები, როდის დაიბარებენ გიორგი გახარიას, რომელმაც ერთი წლის წინ გადმოგვცა ჩვენ მუქარის წერილი. ერთი წელი გავიდა იმ მომენტიდან, როცა მან საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის კარნახით ან დაწერით, გადმოგვცა მუქარის წერილი, რომლიც ერთი წელია ჰაერშია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჩავაბარეთ დედანიც, ჩავაბარეთ ინგლისში გაკეთებული ანალიზებიც და ა.შ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ „თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც ამჟამად პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებს, წინასაარჩევნო პერიოდში მას მუქარის შემცველი წერილი გაუგზავნა.

წერილის მიხედვით, მამუკა ხაზარაძისგან მოითხოვდნენ, რომ „ტვ პირველს“ ხელისუფლების მხარდამჭერი პოლიტიკა გაეტარებინა, თავად ხაზარაძეს გაევრცელებინა წერილი, რომლითაც „ნაციონალურ მოძრაობას“ გააკრიტიკებდა და ტელეკომპანია „არტარეას“ „ობიექტურობის მაღალი ხარისხი ეჩვენებინა“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა