ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, დადასტურდა მისი ვარაუდი, რომ ფინანსთა მინისტრი „იმედსა“ და „რუსთავი 2"-ს ვალის 10-წლიან რესტრუქტურიზაციაზე ესაუბრება

ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა დღესვე მოეხსნას ინკასო ყველა ტელევიზიას და მე ეს ფინანსთა მინისტრსაც ვუთხარი, - ამის შესახებ ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ფინანსთა მინისტრთან ივანე მაჭავარიანთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, მან მოითხოვა, რომ ყველა ტელეკომპანია თანაბარ პირობებში აღმოჩნდეს.

„ჩემი კატეგორიული მოთხოვნაა, შემდეგი ერთი თვის განმავლობაში გაგვაგებინოს მინისტრმა, რა გრაფიკზე ელაპარაკება ამათ. ასე არ გამოვა, რომ ჩვენ დაგვსაჯოს, აბა, გადაიხადეთო და ამ დროს იმათ მიუცუცქდეს ჩუმად და 10-წლიან გრაფიკებზე ესაუბროს. გაიხსნას პროცესი, გვითხრას, რა გრაფიკზე ესაუბრება მათ. მანამდე არავის არანაირი ინკასო, არავინ არაფერს არ იხდის ერთი თვის მანძილზე, მორატორიუმი ცხადდება და მერე ვიგონებთ ფორმას, როგორ აღმოვჩნდეთ ყველა თანაბარ პირობებში“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ამასთან, ნინო ჯანგირაშვილის თქმით, დადასტურდა მისი ვარაუდი, რომ მინისტრი ტელეკომპანია „იმედსა“ და „რუსთავი 2-ს“ ვალის 10- წლიან რესტრუქტურიზაციაზე ესაუბრება.

„ჩემი ვარაუდები, რასაც ამდენი დღე ვამბობდი და რის გამოც მე გამაჩნდა თავიდანვე პროტესტი, დადასტურდა პრაქტიკულად მინისტრის მხრიდან. მან თქვა, რომ დიახაც არის საუბარი, დაახლოებით, 10-წლიან რესტრუქტურიზაციაზე და მოგეხსენებათ, ეს არის ჩუქება ფაქტობრივად. ოღონდ ის წუხს ამავე დროს, რომ ან ეს 10- წლიანი როგორ უნდა გადაიხადონ „იმედმა“ და „რუსთავი 2-მაო“, ცოდოები არიანო და რა ვქნა, ხომ არ დაიხურებიანო. როდესაც ვეუბნები მინისტრს, რომ ახლა, ახალი წლის წინ ტელევიზიისთვის ინკასოს დადება, როდესაც ჩვენ არ გვაქვს დიდი საბრუნავი თანხები ნიშნავს იმას, რომ ტელევიზიამ შეიძლება, ორშაბათს უბრალოდ მუშაობა შეწყვიტოს, ამაზე პასუხი არ აქვს. მას ვერ წარმოუდგენია, რომ ეს „კავკასიის“ შემთხვევაში შეიძლება, იყოს პრობლემა“, - განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რომ ტელეკომპანია „იმედს“ ძველი და ახალი ვალი გაყოფილი არ აქვს, როგორც ამას კომპანიაში ამტკიცებენ.

„იმედი“ ხომ ამბობს, რომ გაყოფილი აქვს ძველი და ახალი ვალი. არ არსებობს მსგავსი დოკუმენტი, რომელმაც გაყო ძველი და ახალი ვალი. ეს არის ერთიანი ვალი, მაგრამ რატომღაც გაყოფილია მინისტრის „წმინდა წერილით“, რომელიც მან სააგენტოში გამოაქვეყნა. ეს არც ბრძანებულებაა, არც გადაწყვეტილებაა. მინისტრის „წმინდა წერილებით“ იმართება ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება, რომელი ტელევიზია უნდა დაიხუროს და რომელი დარჩეს“,- განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

მისივე თქმით, მინისტრი არის ძალიან დესტრუქციული და აგრესიული.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს