გია ვოლსკი პირადობის მოწმობების შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე - ბოლო პერიოდში მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა „ენას ძვალი არ აქვს“

ბოლო პერიოდში მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა „ენას ძვალი არ აქვს“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ID ბარათთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ ბრალდებების შეფასებაც კი უჭირს, რადგან სადავო ნორმის შეჩერებაში პოლიტიკური არაფერია.

„არის ადამიანების გარკვეული ჯგუფი, რომელსაც მიაჩნია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს გარკვეული რელიგიური გრძნობების შეუთავსებლობა. თუმცა, სინოდის გადაწყვეტილება არსებობს აბსოლუტურად საპირისპირო. პოლიტიკა აბსოლუტურად არ იკითხება არსად და ვერც ამოიკითხება იმიტომ, რომ თუ ვინმე რაიმე სიყალბის დამამზადებელია, სწორედ იმ ადამიანებისგან გვაქვს გამოცდილება, რომლებიც დღეს ამ განცხადებას აკეთებენ,"- განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, თინა ბოკუჩავა ეჭვობს, რომ „უჩიპო“ პირადობის მოწმობებით „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო