გიორგი ტყემალაძე - 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო, განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები

თბილისის საკრებულოში წლის ბოლო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური ანგარიშით გამოდის.

დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ 2019 წელი შეაფასა და იმ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდა.

„ვფიქრობ, რომ 2019 წელი თბილისისთვის ძალიან წარმატებული იყო. განხორციელდა უპრეცედენტო მნიშვნელობის პროექტები, როგორც ინფრასტრუქტურული, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ურბანული თუ ეკოლოგიური პოლიტიკის განვითარების და გაუმჯობესების მიმართულებით. დღეს, ჩვენ ყველას გვექნება შესაძლებლობა, მოვისმინოთ მერის ანგარიში, რომელიც დეტალურად მიმოიხილავს თბილისის მუნიციპალიტეტის მუშაობას,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე 2020 წლის თბილისის ბიუჯეტს განიხილავენ, რომელიც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

„გაზრდილი ბიუჯეტი შესაბამისად ნიშნავს, კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს, რომ 2020 წლის განმავლობაში ჩვენ ერთობლივად შევძლოთ მეტი, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა