სემეკ-ის გადაწყვეტილებით, შპს „თელავგაზის“ აბონენტებისთვის სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) გადაწყვეტილებით, სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა შპს „თელავგაზის“ აბონენტებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიამ 27 დეკემბრის საჯარო სხდომაზე შპს „თელავგაზისთვის“ ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფების დადგენაზე იმსჯელა. ახალი ტარიფები ძალაში 2020 წლის 1 იანვარს შევა და 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.

„შპს „თელავგაზის“ 2020-2022 წლების სამომხმარებლო ტარიფი, რომელსაც უშუალოდ მოქალაქეები იხდიან, დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 53.018 თეთრ/მ3-ს. (2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედი ტარიფი შეადგენს 53.023 თეთრ/მ3-ს).

კომპანიისთვის რეგულირებადი მიწოდების ზღვრული ტარიფი 20.444 თეთრი/მ3-ის ოდენობით დადგინდა, განაწილების საქმიანობის ტარიფმა შეადგინა 22.592 თეთრი/მ3-ს, ხოლო ტრანსპორტირების ტარიფი 1.895 თეთრი/მ3-ით განისაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა