მონტენეგროში რელიგიური ორაგანიზაციების შესახებ კანონის მიღებას პროტესტი მოჰყვა

მონტენეგროში, ძალადობრივ პროტესტებში მონაწილეობის გამო 18 ოპოზიციონერი კანონმდებელი დააკავეს. მოგვიანებით სამის გარდა ყველანი გაათავისუფლეს. ქვეყანაში პროტესტი რელიგიური აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ კანონის მიღებას მოჰყვა.

კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო შეიცავს პუნქტს, რომლის მიხედვითაც, რელიგიურმა ჯგუფებმა 1918 წლამდე მათ მფლობელობაში არსებული ქონების დამადასტურებელი დოკუმენტები უნდა წარადგინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ქონება სახელმწიფოს დაუბრუნონ.

მონტენეგროს 620 000-იანი მოსახლეობის დაახლოებით 72% თავს სერბეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას მიაკუთვნებს, რომელიც თავის მხრივ კანონის წინააღმდეგია. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი მონტენეგროში მათი შევიწროვება და ქონების ჩამორთმევაა.

მონტენეგროს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1993 წელს გამოაცხადა, თუმცა მას სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა