„საქართველოს ბანკი“ „ანაგი დეველოპმენტთან“ ერთად მომხმარებელს წინასაახალწლო შეთავაზებას უკეთებს

„საქართველოს ბანკი“ მის პარტნიორთან „ანაგი დეველოპმენტთან“ ერთად მომხმარებელს წინასაახალწლო შეთავაზებას უკეთებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ბანკიდან“ აცნობეს, ახალი წელი ახალი შენაძენისთვის საუკეთესო დროა. სწორედ ამიტომ, „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს,რომელთაც სურთ ახალ წელს ახალ სახლში შეხვდნენ, აქვთ შესაძლებლობა, 31 იანვრამდე „ანაგი დეველოპმენტის“ Park Home-ში უძრავი ქონება 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ. მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით კი "საქართველოს ბანკი" მათ სპეციალურ პირობებს შესთავაზებს.

“კერძოდ, „საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს სთავაზობს იპოთეკური სესხს ევროში: პირველი 6 თვე - ფიქსირებული 1%-დან ; 6 თვის შემდეგ - ლიბორს + 5,8% (მინ.5.4%) -დან; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 5,95%-დან.

იპოთეკურ სესხს დოლარში: პირველი 6 თვე - ფიქსირებული 3% -დან; 6 თვის შემდეგ - ლიბორს + 5,4% (მინ. 7.3%) -დან; ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 8.1%-დან.

„საქართველოს ბანკისა“ და „ანაგი დეველოპმენტის“ საახალწლო შეთავაზება მომხმარებელს სასურველი უძრავი ქონების ფასდაკლებით შეძენასა და სესხის საუკეთესო პირობით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

შეხვდით ახალ წელს ახალი შენაძენით! მოიწყეთ საკუთარი კუთხე და დაივიწყეთ კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი”,-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, „ანაგი დეველოპმენტი“ 30-წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ახალი მიმართულებაა. Park Home „ანაგი დეველოპმენტის“ პირველი, პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც ვაკეში, ი.ჭავჭავაძის გამზირიდან 200 მეტრის დაშორებით, ახალ გზაზე, ვაკის პოლიციის და კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. Park Home-ს ვაკის ტერიტორიისთვის უპრეცენდენტოდ დიდი, საკუთარი - 8000 კვ.მ სარეკრეაციო სივრცე აქვს, რომელიც დაცულ შიდა ეზოს, გამწვანებულ ტერასებს, საბავშვო და სპორტულ მოედნებს მოიცავს. დამატებით Park Home-ის მიმდებარედ მოეწყობა 2 ჰა ფართის პარკი, რომლის განაშენიანებაში „ანაგი დეველოპმენტიც“ მიიღებს მონაწილეობას. Park Home-ში ბინები ბარდება კომფორტ სტანდარტ + კონდიციით. ეს არის ბინის ჩაბარების სრულიად ახალი სტანდარტი „ანაგი დეველოპმენტისგან“. კომფორტ სტანდარტ + გულისხმობს კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილ მდგომარეობას გათბობის და კონდიცირების სრული სისტემით და ჭკვიანი სახლის ელემენტებით. Park Home-ში ბინების ფართი 49 კვ.მ-დან იწყება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო