„საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა

განახლებული და გადამუშავებული „საქართველოს ისტორიის" მეორე ტომი 30 დეკემბერს გამოიცემა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გამომცემლობა „პალიტრა L“-იდან აცნობეს, წიგნი ოთხი ტომისგან შედგება და მოიცავს საქართველოს ისტორიას, უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე.

მათივე ინფორმაციით, ოთხტომეულის მეორე ტომი IV საუკუნიდან XIII საუკუნემდე პერიოდს მოიცავს.

„მინდა აღვნიშნო, რომ გამომცემლობა „პალიტრა L”-მა საქართველოს ისტორიის ხელახალი გამოცემის შესახებ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის საკითხისადმი სწორი მიდგომა, რადგან ასეთი გამოცემა, გარკვეული დროის შემდეგ, გადახედვას, გადასინჯვას, ახლებურად გააზრებასა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოსული ახალი მასალის დამატებას საჭიროებს", - განაცხადა ისტორიკოსმა და წიგნის თანაავტორმა გიორგი ოთხმეზურმა.

„ეს არის ყველაზე კომპეტენტური ადამიანების მიერ დაწერილი საქართველოს ობიექტური რეალობა, რომელზეც განსხვავებული მოსაზრებების მქონე 13 ავტორი მუშაობდა. ისინი აღწერენ ქვეყნის ისტორიის ყველა მნიშვნელოვან ეპოქას, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი თა­ნა­მედ­რო­ვე გად­მო­სა­ხე­დი­დან არის შე­ფა­სე­ბუ­ლი.

განახლებული გამოცემის პირველი ტომი მკითხველმა უკვე მიიღო. მეორე ტომი კი, 30 დეკემებრს გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 10 ლარი, ხოლო გაზეთთან ერთად - 11.50 ლარი ”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა