ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადრონული თერაპიის ცენტრი ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალო დანადგარების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია IBA-სთან ითანამშრომლებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი საერთაშორისო კომპანია IBA-ის ევროპის რეგიონულ დირექტორს ენდრიუ დაიკსა და ამავე კომპანიის ადმინისტრაციულ დირექტორს საბინ დე ვოგელს შეხვდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტორდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, ამავე ფონდის პროექტების ხელმძღვანელი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე ესწრებოდნენ. მხარეებმა იმსჯელეს ადრონული თერაპიის ცენტრის განვითარების შესახებ, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნება და ამ მიმართულებით კომპანია IBA-თან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

IBA წარმოადგენს საერთაშორისო ლიდერ კომპანიას, რომელიც ავითარებს და აწარმოებს პროტონული თერაპიის დანადგარებს ონკოლოგიურ დაავადებათა სამკურნალოდ. კომპანიის წარმომადგენლებმა ქართულ მხარესთან განიხილეს ციკლოტრონის ტიპის ამაჩქარებლები, რომლებიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით და სამედიცინო ცენტრებში განთავსდება.

პროექტის განხორციელების შედეგად საქართველო ჩაერთვება პროტონული თერაპიის ცენტრების საერთაშორისო ქსელში, განხორციელდება თანამედროვე კვლევები ბირთვულ ექსპერიმენტულ ფიზიკაში, რადიაციულ ბიოფიზიკასა და ქიმიაში. პროტონული თერაპიის ცენტრი იქნება ერთადერთი რეგიონული მასშტაბით, სადაც შესაძლებელი იქნება ონკოლოგიური დაავადებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს