ვახტანგ შაქარიშვილი კახა კალაძეს - არ მგონია, რომ დაჩი ბერაიას და დიმიტრი ხუნდაძეს ჰქონდეს უფრო მეტი გავლენა „ქართულ ოცნებაში", ვიდრე თქვენ გაქვთ

არ მგონია, რომ დაჩი ბერაიას და დიმიტრი ხუნდაძეს ჰქონდეს უფრო მეტი გავლენა „ქართულ ოცნებაში", ვიდრე თქვენ გაქვთ. ის მცდელობა, რომ თქვენ ერთგვარად აირიდოთ პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის ქმედებებზე, როდესაც თქვენ ხართ პარტიის გენერალური მდივანი, ვფიქრობ, უშედეგო იქნება, - ასე მიმართა საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ვახტანგ შაქარიშვილმა თბილისის მერს კახა კალაძეს საკრებულოს სხდომაზე, სადაც თბილისის ბიუჯეტის პროექტი უნდა დაამტკიცონ.

შაქარიშვილმა კალაძეს მერიის მიერ გაცემულ ნებართვებზე, გაცვლილ ქონებებზე და ტენდერებზე კითხვები დაუსვა და აღნიშნა, რომ მერია კეთილგანწყობილია იმ კომპანიების და ბიზნესმენების მიმართ, ვინც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან და ქალაქის ყოფილ მერთან, გიგი უგულავასთან იყვნენ დაახლოვებულები.

„იგივეს გავიმეორებ პასუხისმგებლობის არიდებასთან დაკავშირებით, რაც იყო პროპორციული არჩევნების საუკუნის ტყუილთან დაკავშირებით. არ მიიღოთ სხვანაირად ბატონო კახა, მაგრამ არ მგონია, რომ დაჩი ბერაიას და დიმიტრი ხუნდაძეს ჰქონდეს უფრო მეტი გავლენა „ქართულ ოცნებაში" ვიდრე თქვენ გაქვთ. ის მცდელობა, რომ თქვენ ერთგვარად აირიდოთ პასუხისმგებლობა მმართველი პარტიის ქმედებებზე, როდესაც თქვენ ხართ პარტიის გენერალური მდივანი, ვფიქრობ, უშედეგო იქნება.

პირველ რიგში მაინტერესებს თქვენი პოზიცია გარე რეკლამის მონოპოლიასთან დაკავშირებით, რომელიც ხელში ჩაუვარდა „ნაცმოძრაობის" მოლარეებს. რატომ გადაეცა 20 წლით გარე რეკლამის ეს კოზირი ამ კომპანიას მიუხედავად ჩვენი თხოვნისა. მაინტერესებს თქვენი პოზიცია ბექა ოდიშარიას მიწის მონაცვლეობასთან დაკავშირებით, სადაც 180 ათას ლარად შეძენილ მიწაში 7 მილიონის ქონება მოუნაცვლეთ. რა აზრი გაქვთ ჩემთვის და თქვენთვის ნაცნობ თემაზე კუკიის მიმდებარედ მიწის ნაკვეთის მონაცვლეობაზე, სადაც სააკაშვილმა ერთ ლარად გადასცა მესაკუთრეს, ხოლო თქვენი ადმინისტრაციის პირობებში კი ქალაქმა გადაუხადა 6 მილიონი ლარის ღირებულების 120 ათასი კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი ნადიკვარზე? რა პასუხი გაქვს რაგბის კავშირის მიწაზე, კომპანია „ანაგის" მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩემმა კოლეგამ უნდა იცოდეს. მონაწილე და თანაზიარი ვარ იმ შეურაცხყოფის თქვენთან ერთად, რასაც ეს კომპანია ქალაქს აყენებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გრგ-ც არ აქვს დამტკიცებული, ბინების რეალიზაციას ეწევა. რით ამართლებთ ვერეს ხეობაში, სტიქიის ზონაში გაცემულ მშენებლობის ნებართვების, სადაც 4 წლის წინ 21 ადამიანი დაიღუპა? როგორ ხდება ისე, რომ თქვენს მეგობარს ილია წულაიას, M2-ს, „ანაგს" პრივილეგიები აქვთ დ არ არიან სამართლიან პირობებში სხვა კომპანიებთან მიმართებაში? რა პასუხი გაქვთ თქვენი მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომელიც საკრებულომ გააუქმა - ფხაკაძეებს, რომლებიც სააკაშვილის და უგულავას მოლარეები იყვნენ კოსტა ხეთაგუროვის ძეგლში გადაგეცათ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ქონება?

ჩემთვის გაუგებარია ასევე ის, რომ თბილისელების ბიუჯეტიდან ხვიჩა მაქაცარიას კომპანიას, რომელიც ასევე გახლდათ შარანგიებთან ერთად სააკაშვილის და უგულავას მოლარე ბიზნესმენი, უნდა შეუძინოთ სატრანსპორტო საშუალებები, რათა, პირდაპირ ამბობთ, ამის საფუძველზე გაიუმჯობესონ ფინანსური მდგომარეობა. ამაზე მაინტერესებს თქვენი პოზიციები",- განაცხადა შაქარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო