იტალიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს  რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს იტალიის დანიშნულმა ელჩმა, ენრიკო ვალვომ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა, რის შემდეგაც მინისტრსა და ელჩს შორის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტორდან აცნობეს, მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ, პარტნიორულ ურთიერთობებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ელჩს გააცნო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე აქტივობებზე. განსაკუთრებულად გაესვა ხაზი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

შეხვედრისას განხილულ იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტებისა და პოლიტიკური კონსულტაციების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პოტენციალს.

„იტალიის ელჩმა პოზიტიურად შეაფასა ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა და გამოხატა მზაობა, თავის რანგში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქართულ-იტალიური ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტალია აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ამასთან, ელჩი დადებითად გამოეხმაურა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, დაადასტურა იტალიის მხარდაჭერა. გამოთქვა იმედი, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გააქტიურდება ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. დავით ზალკალიანმა ელჩს მიულოცა საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს