თამარ ტალიაშვილი - თბილისში განხორციელებული პროექტები ევროპის სხვა ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, თამარ ტალიაშვილი დედაქალაქის მერის 2-წლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენას საკრებულოს სხდომაზე გამოეხმაურა.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, თითოეულ გამოწვევასთან მიმართებით, მთავრობის ხედვა თბილისის მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს და ყველა ასპექტი მომავალი წლის ბიუჯეტში აისახება.

,,მე, როგორც ევროსაბჭოს რეგიონთა კონგრესის ვიცე-პრეზიდენტმა, შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ თბილისში განხორციელებული მასშტაბური პროექტები, სატრანსპორტო, ეკოლოგიური, თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობა და სხვა, ევროპის ქალაქებისთვის სანიმუშოდ მიიჩნევა,“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

მისი თქმით, განხორციელებული ინიციატივები თბილისელების, დედაქალაქის სტუმრებისა და ურბანული სივრცის მდგრად და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულია.

სიტყვით გამოსვლისას საკრებულოს წევრი სატრანსპორტო რეფორმასაც შეეხო და აღნიშნა, რომ მგზავრობა კიდევ უფრო კომფორტული ხდება. მისივე თქმით, 750 ახალი ავტობუსი მოსაცდელ დროს 15 წუთამდე შეამცირებს, რაც მგზავრობას უსაფრთხოსთან ერთად, მოსახერხებელსაც გახდის.

,,შეიძლება ითქვას, რომ თითოეული რეფორმა დედაქალაქის მომავალს აზღვევს. ეს ნამდვილად ის შემთხვევაა, როდესაც ფრაზა -მომავლის შენება, არ არის ფუჭი მაღალფარდოვნება,“ - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

დეპუტატმა აქცენტი განხორციელებულსა და დაგეგმილ პროექტებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ განახლებული ორბელიანის მსგავსად, საკუთარ სამაჟორიტარო ოლქშიც ასეთივე მასშტაბური პროექტის განხორციელება იგეგმება.

,,განახლებული ორბელიანის მსგავსი რებრენდინგი, ელის მაგალითად თემქას, აქ ხევის ადგილას ახალი უპრეცედენტოდ გრანდიოზული პარკის მშენებლობით გადაიჭრება რაიონის არა მხოლოდ ეკოლოგიური პრობლემები, არამედ ქალაქს შეემატება ეკონომიკური, კულტურულ-სპორტული და სოციალური აქტივობის ახალი ეპიცენტრი, თემქა ამაყად დაიმკვიდრებს მის ნამდვილ სახელს - ზღვისუბანი.“ - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

რამაზ საყვარელიძე - არცერთ კვლევაში პატარა პარტიებისკენ არ მიდის ხმები, რადგან ჯერ ისევ „ნაციონალების“ და მისი ვარიაციების მიღება-არმიღებაა მწვავე საკითხი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.08.2020
გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
მარტივი, უსაფრთხო და მოქნილი Apple Pay ციფრული საფულე პროკრედიტ ბანკის მომხმარებლებისთვის!
HR ბიზნეს სამიტი HR hub-ის ორგანიზებითა და PSP დაზღვევის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა
"მეამას" შენობა მსოფლიოში საუკეთესო სამუშაო სივრცედ დასახელდა