ეკა ბესელია  სოფო კილაძეზე - ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს?- ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს

ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები და (გია აბაშიძე- ექსპერტი) კილაძეები,- ასე პასუხობს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებას.

ეკა ბესელია აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ ბინძური ბრალდებები ადრეც გაჟღერდა და ახლა ეს დავალება სოფიო კილაძემ მიიღო. რაც შეეხება უმრავლესობის სხდომას, რომელზეც სოფიო კილაძე საუბრობს, ეკა ბესელია ამბობს, რომ სოფიო კილაძეს ამ სხდომაზე არც ერთი ფაქტი არ დაუსახელებია და გაუგებრად საუბრობდა.

"რადგან გაგიჩნდათ კითხვა, ვალდებულად ჩავთვალე თავი, რომ მოვიდე და გიპასუხოთ, მაგრამ არ ვპასუხობ იმ ადამიანს, რომელიც ბევრად უარესია და ბევრად უფრო საშინლად გამოიყურება ამ როლში, ვიდრე ის გაუქმებული ტროლების ქარხანა. ამ ფონზე, როდესაც აღარ არის ტროლები, ბოტები, გაუქმდა ყალბი გვერდები, გამოჩნდნენ მათ როლში აბაშიძეები, (გია აბაშიძე- ექსპერტი)კილაძეები, რომ შეავსონ ის დანაკლისი, რაც ამ გაუქმებული ყალბი გვერდების შემდეგ შეექმნა "ქართულ ოცნებას." დიდ სირცხვილად მიმაჩნია, რომ ეს დავალება მისცეს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამ კომიტეტმა უდიდესი საქმე გააკეთა პირველი ოთხი წელი და კილაძეს დახვდა ყველა დონორის და საერთაშორისო პარტნიორის მიერ აღიარებული საუკეთესო კომიტეტი და მან თავის თავმჯდომარეობა იცით რითი დაიწყო? ამ განსაკუთრებულმა მეოცნებე პოლიციელმა, რომელიც მენტალურად ვერ გათავისუფლდა პოლიციური გავლენისგან, პირველი დაიწყო ოცნების პირველი თანამებრძოლების, რამდენიმე ადამიანის გათავისუფლებით კომიტეტის აპარატიდან. 4 ადამიანს დაუძახა და უთხრა, რომ დაეწერათ განცხადებები და გაყარა იქიდან. ერთი სასამართლო დავა, მისი და ფოლადიშვილის, სადაც მას ედავებიან დისკრიმინაციაში, დღესაც არ დასრულებულა. აი, ამით დაიწყო კილაძემ და თუ რაიმეს გამო მქონდა პროტესტი მის მიმართ, მქონდა ამის გამო. ხელისუფლებაში არიან კორუფციაში ჩაფლულები და ამაზე მე თვითონ ვსაუბრობდი იმ სხდომაზე. ფაქტი დაასახელოს, რა მოიძია, რა დაადგინა, რა ფაქტზე ლაპარაკობს? ბოდვას და სამარცხვინო როლში ყოფნას თავი დაანებოს. ბიძინა ივანიშვილმა კი არ გააჩერა იმ სხდომაზე მარტო, სისულელეებს რომ ლაპარაკობდა, ვერავინ გაიგო რას ამბობდა, თავისმა კოლეგებმა დასცინეს და უთხრეს, რომ ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნარატივი, რითაც საუბრობდნენ წლების განმავლობაში ჩემს წინააღმდეგ“,-აცხადებს ბესელია.

ეკა ბესელიას თქმით, ის მოუწოდებს სოფო კილაძეს და ხელისუფლებას მოუწოდებს ფორმალურად მაინც დაკავდნენ მის წინააღმდეგ „დაწყებული მორალური შეტევის ფაქტის“ გამოძიებით.

“როგორ შეიძლება კილაძემ რაიმე კორუფციულ გარიგებაზე ილაპარაკოს, როცა ნახევარი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული, მე კილაძესაც და სხვებსაც მინდა მოვუწოდო, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ფორმალურად მაინც დაკავდეს და ერთ- ერთი საქმე, რომლის გამოძიების თემაც ყველაზე ცუდად გამოიყურება ხელისუფლებისთვის, არის ჩემს წინააღმდეგ დაწყებული მორალური შეტევის ფაქტი, კითხვები დასვას, ერთი წელი ხდება 27 იანვარს და დღემდე არაა გამოძიებული და თავი დაანებონ ჩემს წინააღმდეგ შეტევებს. ერთი წელი რომ შესრულდება, თუ არ იქნება პასუხისგებაში მიცემული პირველწყარო პირდაპირ დავადანაშაულებ მმართველ პარტიას და კონკრეტულ პირებს ყველაზე ამორალურ მორალურ შეტევაში, რაც განახორციელეს. ამიტომ ამ საქმეებს მიხედონ, თავიანთ კორუფციას, დალაგებულ , უკანონო ტენდერებს მიხედონ და თავიდან ფეხებამდე რომ კორუფციაშია ჩაფლული ყველა, ამას მიხედონ და ჩემსკენ ხელის გაშვერას თავი დაანებონ",- განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა