მთავრობის წევრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი სამომავლო ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს. ამასთან, სამინისტროს წარმომადგენლებმა, სამედიცინო სექტორს, ჯანდაცვის რეფორმის კონცეფცია წარუდგინეს, კლინიკების ხელმძღვანელ პირებთან ერთად რეფორმის სხვადასხვა გზები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

„შეხვედრის მთავარი თემა, უნივერსალური ხელმისაწვდომობის მიზნებისთვის, ჯანდაცვის რეფორმის ძირითადი მიმართულებების განხილვა იყო. ეს შეეხება, როგორც ფასების დადგენის და გათანაბრების პროცესს, ასევე სტრატეგიული შესყიდვების პროცესს, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმებს, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას, ადამიანური რესურსის მიმართულებით სისტემის საჭიროებების შესწავლას და მოცვას იმგვარად, რომ სამედიცინო მომსახურების მოდელი მიუახლოვდეს დასავლურ მოდელს. კონკრეტული ინტერვენციების თაობაზე, მოვისმინეთ კლინიკების წარმომადგენლების შენიშვნები და მოსაზრებები“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

„2012 წლის შემდგომ, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო უპრეცედენტო სოციალური პასუხისმგებლობა და განახორციელა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. აღნიშნული პროგრამა ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის ფუნდამენტად იქცა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საყოველთაო ჯანდაცვამ მოსახლეობას და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველ პირებს მკურნალობის საშუალება მისცა და უამრავი სიცოცხლე გადაარჩინა. პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ პაციენტის გარდა მნიშვნელოვანი ბენეფიტები მიიღო დარგმაც, განხორციელდა ინვესტიციები, შეიქმნა ახალი სამედიცინო დაწესებულებები და დაინერგა თანამედროვე ტექნოლოგიები.

მიუხედავად ამისა, ბოლო წლების განმავლობაში, პროცესზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა, რომ გაჩნდა მნიშვნელოვანი რისკები ხარისხის ნაწილსა და ფინანსური მდგრადობის მიმართულებით - წლების განმავლობაში, შემცირების ნაცვლად - გაიზარდა ჩვენი მოქალაქეების მიერ სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გაწეული ხარჯი.

ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში გადაუდებელი და გეგმიური შემთხვევების პროპორცია არის 80/20 განვითარებულ ქვეყნებში კი -20/80. სწორედ ამ მიზეზების გამო, ქვეყანაში დაიწყო ჯანდაცვის რეფორმის ახალი ტალღა, რომელიც ევროპულ გამოცდილებას ეფუძნება და რეკომენდირებულია საერთაშორისო პარტნიორების მიერ.

სამედიცინო სექტორთან შეხვედრაზე, ასევე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე იმყოფებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს