პროკურორის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთელის ბრალდების საქმეზე  სასამართლო პროცესზე პროკურატურის მოწმემ დაადასტურა, რომ  კონკრეტული ტრანზაქცია რეგულაციების დარღვევებით მოხდა

პროკურორ არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთელის ბრალდების საქმეზე სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილმა მოწმემ დაადასტურა, რომ კონკრეტულ ტრანზაქცია რეგულაციების დარღვევებით მოხდა.

„დღევანდელ პროცესზე მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის გახლდათ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება. „თიბისი ბანკში“. აღნიშნული მოწმის ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ ეს სესხები „სამგორი ჯგუფიდან“ გადასესხდა მამუკა ხაზარაძეზე და ბადრი ჯაფარიძეზე. ეს მოხდა რეგულაციების დარღვევით. ასევე, დადასტურდა, რომ ბანკმა უზრუნველყოფის ქონებების მიქცევა სესხების ამოსაღებად არ განახორციელა. ესეც იყო რეგულაციების დარღვევა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქმედებებით „თიბისი ბანკმა“ მიიღო 16 მილიონის ოდენობის აშშ დოლარის ზიანი. აღნიშნულმა მოწმემ ჩაატარა ინტერესთა კონფლიქტთან შეუთავსებლობის შემოწმება. უკანონო შემოსავლის კვალიფიკაციის ფაქტს აძლევს ბრალდების მხარე. ეს არის სისხლის სამართლებრივი შეფასება, ჩვენ ამ ქმედებებს მივეცით სისხლის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასე იყო, თუ არ იყო, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. შესაბამისად, ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის დასკვნას ვერ გააკეთებს“, - განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა

პროკურორის თქმით, აღნიშნული ბრალდების საქმეზე მოწმეთა ბაზაში არიან, როგორც „თიბისი ბანკის“, ისე „სამგორი ჯგუფის“ წარმომადგენლები, გამომძიებლები და ფინანსისტები.

თორნიკე ჯანაშვილი - ქვეყანა ღრმა ეკონომიკურ კრიზისშია  და მომავალ წელს უფრო მძიმე  კრიზისის  წინაშე  შეიძლება აღმოვჩნდეთ
ვიქტორ ყიფიანი - როგორიც არ უნდა იყოს რეგიონალური თუ საერთაშორისო კონიუქტურა, რისკების ასაცილებლად და შესაძლებლობების გამოსაყენებლად გზები დამოუკიდებლად უნდა ვეძებოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2020
იგორ ტიშკევიჩი - უახლოესი 3-4 წელი მოსკოვის აგრესიული პოლიტიკის გამო პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის მშვიდობიანი ვერ იქნება
სიახლე ლიბერთის CASH-IN ბანკომატებში: უნიკალური სერვისი - „ვალუტის კონვერტაცია უბარათოდ“ უკვე ხელმისაწვდომია
ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო „ავერსი-რაციონალმა“ საერთაშორისო აღიარება კიდევ ერთხელ მოიპოვა
ბიზნეს და საჯარო მონაცემების პირველი ერთიანი პლატფორმა საქართველოში
როგორ გაუზომავენ სიცხეს მოსწავლეთა ერთდროულ ნაკადს?
ბარათიდან თანხის განაღდების ახალი სერვისი ლიბერთის მომხმარებლისთვის „ნიკორა სუპერმარკეტის“ ქსელში
ახალი Galaxy Note 20 და Note 20 Ultra წინასწარი შეკვეთა დაიწყო