არჩილ თალაკვაძე პირადობის მოწმობების შესახებ ოპოზიციის განცხადებაზე - ნუ აჩქარდებიან, შეიძლება, შემდგომ თავისივე განცხადებების გამო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ

კოლეგებს ვთხოვ, ნუ აჩქარდებიან, შეიძლება შემდგომ თავისივე განცხადებების გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტებთან ID ბარათებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს ნებისმიერი ინსტიტუტის ნებისმიერი გადაწყვეტილება ხელისუფლებას დააბრალოს.

"ეს ბრალდებები არის ოპოზიციის ამ ნაწილის ტრადიციულ სტილში, როგორც კი რაიმე გადაწყვეტილებას იღებს ნებისმიერი ინსტიტუტი, არა მხოლოდ პარლამენტი, საკონსტიტუციო სასამართლო იქნება თუ საერთაშორისო სასამართლო, ოპოზიციის ეს ნაწილი იკრიბება და იწყებს ფიქრს,თუ როგორ შეიძლება ეს ხელისუფლებას დააბრალოს. ზოგჯერ ეს მარჯვედ გამოსდით, ზოგჯერ საერთოდ აზრს მოკლებულია მათი ბრალდებები. ამ შემთხვევაშიც, თუ თქვენ ნახავთ, ვინ შეიტანა ეს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და რეალურად, ვინ იყო რეფორმების ინიციატორი და მომხრე, რომ მთლიანად ელექტრონულ მოწმობებზე გადასვლა მომხდარიყო, ადვილად მივხვდებით, თუ სად არის სიმართლე. ჩვენ გვახსოვს ბოლო არჩევნებშიც პირადობის მოწმობებთან დაკავშირებული ცრუ სკანდალიც. საბოლოო ჯამში გაირკვა, რომ მათთანვე დაკავშირებული ადამიანების და ორგანიზაციების შეგროვებული იყო 90- იან წლებში და იმ ადამიანების ნაწილს ჰქონდათ ახალი ბარათები და ნაწილი უკვე აღარ იყო ამომრჩეველი. ასე, რომ კოლეგებს ვთხოვ, ნუ აჩქარდებიან, შეიძლება შემდგომ თავისივე განცხადებების გამო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს