არჩილ თალაკვაძე ეკა ბესელიაზე - მტკიცებულებები ხელთ არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო-როცა მტკიცებულებები მაქვს, კანონის შესაბამისად ვმოქმედებ

მტკიცებულებები ხელთ ნამდვილად არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო,- ასე ეხმიანება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფო კილაძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით.

​პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მისთვის ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილი არ არის.

"ამ ფაქტებზე ინფორმირებული არ ვარ, იმედია, კითხვებს პასუხი გაეცემა. თუ ვინმეს ფაქტები აქვს, არ მგონია, ამას პასუხი მედიაში განხილვებით გაეცეს. თუ მტკიცებულებები არსებობს, ამაზე შეფასება პოლიტიკურ განცხადებებში პარლამენტის თავმჯდომარემ კი არ უნდა გააკეთოს, ამას სათანადო ყურადღება სჭირდება,ეს შესაბამისმა ინსტიტუტებმა უნდა შეაფასონ. ასეთი მტკიცებულებები კორუფციულ ფაქტებზე ხელთ ნამდვილად არ მაქვს და გამიჭირდება, ვინმე კორუფციაში დავადანაშაულო. როცა ასეთი მტკიცებულებები მაქვს, კანონის შესაბამისად ვმოქმედებ,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა