დავით ჭიჭინაძე - დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი  ჯიბეში ჩაიდო

დღგ-ების სკანდალში მალე დავასახელებ იმ ჩინოვნიკების გვარებს, ვინც ათეულობით მილიონი ლარი ჯიბეში ჩაიდო, - ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „700 მილიონის მოპარვა დღგ-თი და გინდა დღგ-ს გარეშე, მაღალჩინოსნის ჩართულობის გარეშე წარმოუდგენელია“.

„გამოვიდეს მინისტრი მაჭავარიანი და თქვას, რაშიც არის რეალურად პრობლემა! ვინც საქმეში ჩახედულია, ყველამ ზუსტად იცის, რომ „აიტიშნიკების“ პრობლემა აქვთ. მათ იმიტომ ვერ იჭერენ, რომ ისინი იტყვიან, ვისგან იღებდნენ ამ დავალებებს. ამ ეტაპზე, მარტო ბიზნესმენები არიან დაჭერილი, არადა ფინანსთა სამინისტროს გარეშე, ვერანაირად ვერ მოხდებოდა იმ გადასახადების ასახვა და გვარებს თუ თვითონ ვერ გებულობენ, მობრძანდეს მაჭავარიანი პარლამენტში, ახალი წლის შემდეგ და მე მოვახსენებ. მითუმეტეს რომ, დაბალი დონის ჩინოვნიკებსაც კი მილიონობით ლარი აქვთ ჯიბეში ჩადებული“,-აცხადებს ჭიჭინაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო