გია ხუხაშვილი - თუ სოფო კილაძემ რამე ინფორმაცია იცის,  ვალდებულია ითანამშრომლოს სამართალდამცავ სისტემასთან - შიდა გარჩევებია და ეკა ბესელია ამ დაანონსებით გააფრთხილეს

შიდა გარჩევებია და ეკა ბესელია ამ დაანონსებით გააფრთხილეს, - ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით.

როგორც გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, კილაძის განცხადებაში გამოჩნდა პოლიტიკური გაბრაზება, რომ ბესელია გუნდიდან გავიდა და რამე ამოუქექეთო.

„ღიმილის მომგვრელია ქალბატონი კილაძის კომენტარები. ნახეთ როგორ თქვა? - მე რომ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე გავხდი, მაშინ დავინტერესდი კორუფციითო. ადამიანის უფლებების კომიტეტს რა კავშირი აქვს სისხლის სამართლის საქმეებთან? ეს არის აბსოლუტური აბსურდი. საერთოდ წარმოდგენა არ აქვთ, რა არის მათი სტატუსი, რა არის მათი რეგლამენტი, რატომ აკავშირებს დეპუტატი კომიტეტის თავმჯდომარეობას ვიღაცის კორუფციაში ჩახედვასთან? ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან რა კავშირი აქვს, საერთოდ ვერ გავიგე. აქ პოლიტიკური გაბრაზებაც გამოჩნდა. ეს ქალი გუნდიდან გავიდა და ამოუქექეთ რამეო. ფაქტობრივად, ეს იყო მოწოდება. ის ამბობს, რომ რაღაც ჭორები გაგონილი მაქვს და მიხედეთ ამ ქალსო. კორუფციის თემა არ არის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თემა. ეს არის სამართალდამცავი სისტემის თემა. თუ კილაძემ კონკრეტულად რამე ინფორმაცია იცის, ის ვალდებულია ითანამშრომლოს სამართალდამცავ სისტემასთან. ამის მიღმა ყველაფერი წყალია და პოლიტიკური ინსინუაცია. გაუგებარია, ამას კამერებთან რატომ საუბრობს. რაღაც შიდა გარჩევებია და ბესელია ამ დაანონსებით გააფრთხილეს“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძემ დღეს განცხადება გააკეთა. კილაძის თქმით, კითხვები ეკა ბესელიას კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა. თუმცა, დეპუტატი აცხადებს, რომ გამოძიება ამ საკითხზე მაშინ უნდა დაინტერესებულიყო, როცა ეკა ბესელია ხელისუფლებაში იყო.

როგორც კილაძემ აღნიშნა, მის გარდა ეკა ბესელიასთან დაკავშირებით კითხვები სხვა დეპუტატებსაც ჰქონდათ. ამასთან, სოფო კილაძე ამბობს, რომ თუ შესაბამისი ორგანოები დაინტერესდებიან ამ საქმით, ის ვალდებულია და მზად არის ხელთ არსებული ინფორმაცია მათ მიაწოდოს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს