რელიგიური კომფესიების წარმომადგენლებმა, მწერლებმა და გამომცემლებმა  ვაჟა გაფრინდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადეს

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმესთან დაკავშირებით თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალზე საქართველოში არსებული კომფესიების წარმომადგენლებმა, ქართველმა მწერლებმა და გამომცემლებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს.

მათი ინფორმაციით, წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით დღეს ოფიციალურად გაიხსნა. წლევანდელი ფესტივალის ფოკუსია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, შესაბამისად, დაგეგმილი ლიტერატურული ღონისძიებების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ თემას ეძღვნება.

ფესტივალის ორგანიზატორები ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს გამოეხმაურნენ და ლიტერატურულ ღონისძიებებთან ერთად ფესტივალის მთავარი სცენა ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებულ საგანგებო მიმართვას დაეთმო.

"საქართველოს პენცენტრი უერთდება აქციას „თავისუფლების სიგნალი“, რომელიც მიზნად ისახავს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერას და შიდა თუ საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის შეფხიზლებას. საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში ექიმმა გაფრინდაშვილმა გაბედული სამოქალაქო აქტი ჩაიდინა, რითაც აღადგინა ფსიქოლოგიური ბალანსი. ხელისუფლების უპრინციპობის, წაგებული ომებისა და ეკონომიკური კოლაფსის ფონზე, გაფრინდაშვილის პრინციპული საქციელი გახდა მორალური ბარომეტრი. პენცენტრი მწერალთა საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომლის მთავარი ხაზი გამოხატვის თავისუფლებაზე გადის. სწორედ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო ზის ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში და არა ე.წ. საზღვრის დარღვევის გამო. ე.წ. საზღვარი ამ წლების განმავლობაში ბევრ მოქალაქეს „გადაულახავს“, მაგრამ, სტანდარტულად, რამდენიმე დღის შემდეგ ყველა მათგანი ჯარიმით გამოდიოდა. ექიმის შემთხვევაში კი, „ბრალის“ დამძიმება განაპირობა მისი გამოხატვის თავისუფლებამ, მისმა პრინციპულმა აზრმა, რომ ის არ იზიარებდა ოკუპირებული რეჟიმის მიერ თავს მოხვეული საზღვრის იდეას. აღსანიშნავია, რომ მის ამ აზრს საოკუპაციო რეჟიმთან და ე.წ. საზღვართან დაკავშირებით სრულიად ეთანხმება მთელი მსოფლიო, გარდა თავად საოკუპაციო რეჟიმისა და მისი სატელიტი სამიოდე ქვეყნისა. ცხადია, სიგნალი სიმბოლურია, მაგრამ ამ სიმბოლოებს აქვს რეალური მნიშვნელობა და შედეგები, როდესაც ის მორალურ ღერძს ეყრდნობა. ჩვენი მორალური ღერძი ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში არის ვაჟა გაფრინდაშვილის სამოქალაქო აქტი. 29 დეკემბერს, საქართველოს ყველა ქალაქში და სოფელში, 19.00 საათზე, შემოგვიერთდით ყველა, ვისაც ვაჟა გაფრინდაშვილის პატიმრობა გაღელვებთ, ვისაც ადამიანის თავისუფლება გაღელვებთ, ვისაც საკუთარი თავი გაღელვებთ. მისია მარტივია - დაასიგნალეთ, სადაც იქნებით, საკუთარი ავტომობილიდან! #თავისუფლება ვაჟა ექიმს”, - ნათქვამია მიმართვაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა