კანზასის შტატში, საავიაციო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა

კანზასის შტატში, ტექსტრონის საავიაციო ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აფეთქება თხევადი აზოტის გაზის მილზე მოხდა.

ქარხნის წარმომადგენლების განცხადებით, ქარხნის თანამშომლების ძირითადი ნაწილი ახალი წლის დღეებთან დაკავშირებით ისვენებს და ინციდენტის დროს ქარხანაში თანამშომელთა მხოლოდ მცირე ნაწილი იმყოფებოდა, სხვა შემთხვევაში დაშავებულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

აფეთქება იმ განყოფილებაში მოხდა, სადაც საფრენი აპარატების პროტოტიპების დამზადება ხდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს