ერაყში აშშ-ის ბაზაზე თავდასხმის შედეგად, ერთი ამერიკელი ჯარისკაცი გარდაიცვალა

ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. თავდასხმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე K1-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო .

მედიის ინფორმაციით, მხოლოდ გუშინ, აღნიშნული ბაზის მიმართულებით 30 რაკეტა გაუშვეს.

როგორც ცნობილია, K1-ზე განთავსებულია ამერიკისა და ერაყის გაერთიანებული ძალები, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ ჯიჰადისტურ ჯგუფებს ებრძვიან რეგიონში. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია. შეგახსენებთ, ბოლო დროს ერაყის ამერიკულ ბაზებზე არაერთხელ განხორციელდა სარაკეტო თავდასხმები. ვაშინგტონი აღნიშნულში ირანსა და მის მიერ მხარდაჭერილ ძალებს ადანაშაულებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ თუ ამერიკელებს და მის მოკავშირეებს კიდევ მიადგებოდათ ზიანი, „აშშ გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებდა“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა