ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“,-ნათქვამია ინფორმაციაში.